ფრინველების დახმარება საკვების სიმცირის დროს

საკვების სწორ ადგილას და წელიწადის შესაბამის დროს განთავსებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ფრინველებს მაშინ, როდესაც ამ მხრივ ყველაზე მეტად უჭირთ.

საკვების სწორ ადგილას და წელიწადის შესაბამის დროს განთავსებითთქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ფრინველებს მაშინროდესაც ამ მხრივ ყველაზე მეტად უჭირთდაეხმარებით იმაშიცრომ გაზაფხულზე ბუდობის სეზონს ჯანმრთელები და  მომზადებულები შეხვდნენ.
ამ ყველაფრის სანაცვლოდ შეგეძლებათდატკბეთ მათი ახლოდან ხილვითშეისწავლოთ მათი ქცევა და ჩვეულებები.
ფრინველების გამოსაკვებად მრავალგვარი ნაზავი და კონსტრუქცია არსებობსიმის მიხედვითთუ სად გსურთ ამის გაკეთება - მაგიდაზემიწაზეხეზე...
ფრინველთა გამოკვებისას  გასათვალისწინებელია ზოგიერთი რამრათა სარგებლობის ნაცვლად ზიანი არ მიაყენოთმაგალითადმთლიანი თხილის შეთავაზება მხოლოდ ზამთარში შეიძლებარადგან გაზაფხულზე ახალგაზრდა ბარტყების დახრჩობა შეუძლია.
პატარა ზომის მარცვლეულ პატარა ფრინველების - ბეღურებისჭვინტაკებისგრატას  და საყელოიანი გვრიტის საკვებად გამოიყენება.
დიდი ზომის მარცვლებით და „ხლოპიებით“, ასევე - უმი შვრიის ფანტელებით და სიმინდით სხვა ბევრი სახეობის ფრინველი იკვებება.
ყველაზე კარგი და მთელი წლის განმავლობაში გამოსაყენებელი საკვებია - მზესუმზირას  გულებიცხიმიანობა უფრო მაღალია შავვიდრე - ზოლიან მზესუმზირაში.
არასოდეს მისცეთ ფრინველებს მარილიანი ან მოხალულიმიწის თხილი ასევე შესაძლოა შეიცავდეს ბუნებრივ ტოქსინებსამიტომაც ეცადეთკარგი რეპუტაციის მქონე კომპანიისაგან შეიძინოთ.
მიწის თხილი მდიდარია ცხიმებით და უყვართ  წიწკანებსმწვანულებსბეღურებსა და ხეცოციებსდიდ ჭრელ კოდალებს.
ქონის ბურთულები განსაკუთრებით კარგია ზამთრის საკვებადარ ჩაალაგოთ ისინი ნეილონისპოლიეთილენის ან დაწნულ ჩანთებშიისინი ფრინველებს აზიანებენ და ხანდახან მათი სიკვდილის მიზეზიც ხდებიან.
შეგიძლიაფრინველის ნამცხვარი თავად შექმნათამისათვის გამდნარი ქონი დაასხით მცენარის თესლისგამომშრალი ხილისშვრიის და დაჭრილი თხილეულის ნაზავსგამოიყენეთ ერთი მესმედი ცხიმი ორ მესამედ ნაზავზემოურიეთ კარგად და მოათავსეთ კონტეინერშისადაც გაშრებაარ გამოიყენოთ უკვე გამოყენებული ცხიმირადგან ფრინველის ბუმბულზე მოხვედრისას მას პოხავს.
 
გაუადვილე ფრინველებს საკვების პოვნა
 
განათავსე რბილი ან დაზიანებული ვაშლები და მსხლებიან დატოვე ჩამოცვენილი ხილი ხის ქვეშ  შოშიებისა და შაშვებისათვის.
თუ ბაღში ადგილი გაქვსდარგე კუნელიბაძგიცირცელიჩიტავაშლა... მათ ნაყოფს ფრინველები საკვებად იყენებენ.
მცოცავ მცენარეებზემაგალითად - ფითრზეთავს აფარებენ პატარა მწერები და ობობებირომლებზეც ფრინველები ნადირობენ.
ველური თესლოვანი მცენარეებიმაგOnopordum acanthium, მოიზიდავენ პატარა სკვინჩებსა თუ სტვენიებს.
ასევე შეგიძლია გაზარდო მზესუმზირა და ფეტვითესლები კი ჩიტებს დაუტოვო  საკვებად.
მოკლედ შეკრეჭილი ბალახი და ალაგ-ალაგ დატოვებული ნიადაგი შაშვებსგულწითელებსა და ჭვინტაკებს გაუადვილებს მატლების მოძებნას.
საკვებთან ერთად ფრინველებს წყალი ესაჭიროებათარა მხოლოდ დასალევად - აბაზანისა და ბუმბულების მოსაწესრიგებლადაცწყლის მიწვდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშრალ და ცხელ ამინდშიან ზამთარშიროდესაც ბუნებრივი წყაროები გაყინულიაწყლის კონტეინერს დამრეცი გვერდები და უხეში ზედაპირი უნდა ჰქონდესრათა ფრინველებმა ამოსვლა შეძლონ.
რჩევები აბაზანის გასაკეთებლად:
 
ფრინველის საკვებურის ჰიგიენა
როდესაც ბევრი ფრინველი საკვებად ერთ პატარა ტერიტორიას ინაწილებსდაავადების გავრცელების საფრთხე იზრდებაბევრი დაავადება ფრინველის ექსკრემენტებით გადადისთუ ექსკრემენტებით საკვები ან წყალი დაბინძურდებაშესაძლოა ფრინველებს ინფექცია გადაედოთ.
Threats and hazards to migrating birds
Bird feeder hygiene. Image from RSPB online shop
იმისათვისრომ თქვენი ბაღის ფრინველები ჯანმრთელები იყვნენ
ყოველთვის მოაცილეთ ძველი ან ობიანი საკვებირადგანაც ის ბაქტერიებისა და სოკოს გამრავლების წყაროარაც ფრინველების სიკვდილის მიზეზი ხდებათუ საკვები რეგულარულად ფუჭდებაეცადეთუფრო ნაკლები დადოთ.
თუ ფრინველების საკვებს პირდაპირ მიწაზე დებთუკეთესიალანგარი მაინც გამოიყენოთრადგან უფრო მარტივად დაასუფთავებთმიწაზე ღამით დატოვებული საკვები ვირთხებს იზიდავს.
გაასუფთავეთ და გარეცხეთ ფრინველების საკვებურები და აბაზანები რეგულარულად (იდეალურია 5%-იანი დეზინფექციის ხსნარი). შეუნაცვლეთ მათ ადგილები ყოველთვიურად.
წყლის კონტეინერები ყოველდღე უნდა გაირეცხოსგანსაკუთრებით კი - ცხელ თვეებშისაკვებურები დასასუფთავებლად სახლში არ შეიტანოთგამოიყენეთ ცალკე ჯაგრისი თუ მატერიაუმჯობესიახელთათმანები გეცვათყოველთვის დაიბანეთ ხელები დასუფთავების შემდეგ და არასოდეს შეეხოთ მკვდარ ან ავადმყოფ ფრინველს ხელთათმანების გარეშე.

Other Themes

შუშასთან შეჯახება

შუშასთან შეჯახება

როგორ შევაჩერო ფრინველების შუშასთან შეჯახება?

Learn more

როგორ დავაკვირდე ფრინველებს

როგორ დავაკვირდე ფრინველებს

ჩვენი ტოპ 10 რჩევა - როგორ გავხდეთ კარგი ფრინველებზე დამკვირვებელი?

Learn more

გავიცნოთ ყველასათვის საყვარელი მეზობლები

ჩვენი უბნის მერცხლები

სოფლს მერცხალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ცნობილი ფრინველია. მოდით, მათზე ვისაუბროთ! :)

Learn more

ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყი ვიპოვე, რა გავაკეთო?

ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყი ვიპოვე, რა გავაკეთო?

როდესაც ბუდიდან გადმოვარდნილ ბარტყს ვხედავთ ვფიქრობთ, რომ ის მარტოა, პატარაა, მოუხერხებელი და უმწეო.

Learn more

ჩვენთვის კარგად ცნობილი ზოგიერთი გადამფრენი ფრინველის სახეობა გასაჭირშია.

საფრთხეები, რომლებიც გადამფრენ ფრინველებს ემუქრებათ

მაგალითად, დღესდღეობით პატარები გაცილებით იშვიათად იგებენ გუგულის შეძახილს, ვიდრე მათი ბებიები და პაპები.

Learn more

თუ გსურთ, თქვენს ბაღში და აივანზე ფრინველებმა იცხოვრონ

თუ გსურთ, თქვენს ბაღში და აივანზე ფრინველებმა იცხოვრონ

მოიყვანეთ ნამდვილი გაზაფხული თქვენს სახლებში!

Learn more

კამპანია შენი მშობლიური ადგილებისათვის

კამპანია შენი მშობლიური ადგილებისათვის

გაწუხებს ის ფაქტი, რომ შენს საცხოვრებელთან ახლოს მდებარე ტყეს/გამწვანებას ზიანი ადგება, მაგრამ არ იცი, რა მოიმოქმედო?

Learn more

CITIZEN SCIENCE FOR BIRDS

Put simply, citizen science is scientific research conducted by people who are not professional scientists. Some of the biggest discoveries in the world have been made by people without official scientific qualifications or funding.

Learn more

თეთრი ყარყატის ბუდეების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება

თეთრი ყარყატის ბუდეების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება

როდესაც ყარყატები ბუდისათვის მასალას აგროვებენ, ისინი ხშირად ადამიანის მიერ შექმნილ ნივთებსაც იღებენ, რაც სახიფათოა.

Learn more

ხელოვნური სახლები ფრინველებისათვის

ხელოვნური სახლები ფრინველებისათვის

ბევრი ფრინველი ბუდეს ხვრელებში აშენებს. თანამედროვე სატყეო მენეჯმენტის მეთოდებით და ქალაქებში უსაფრთხოების გათვალისწინებით, ფრინველებისათვის ცოტა ასაკოვანი და ფუღროიანი ხეა.

Learn more

Other Spring Alive websites