შუშასთან შეჯახება

როგორ შევაჩერო ფრინველების შუშასთან შეჯახება?

როგორ შევაჩერო ფრინველების შუშასთან შეჯახება?
ოდესმე თუ გაგიგონია შუშასთან შეჯახების ყრუ ხმაადგილზე მისულს კი ძირს დავარდნილი ფრინველიან ანაბეჭდი გინახავს?

არის შემთხვევებიროდესაც ფრინველები შეჯახებას გადაურჩებიან და მიფრინავენთუმცაყოველთვის ასე არ ხდება.

შესაძლოაასეთი შემთხვევის მოწმე ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ყოფილხართუმცა არ დაგავიწყდესრომ მსოფლიოში  მილიარდობით ფანჯარაა.
 
რატომ ეჯახებიან ფრინველები ფანჯრებს?
მათ მხედველობის ძალიან ფართო - ხანდახან  360 °-იანი კუთხე  აქვთ, რაც ძალიან მოხერხებულია მტაცებლებისა თუ პოტენციური პარტნიორის შესამჩნევად. თუმცა, ეს იმას ნიშნავს, რომ ორივე თვალით ძალიან მცირე მონაკვეთს ხედავენ. სწორედ ამის გამოა, რომ მათთვის შუშა შეუმჩნეველია, ან ირეკლავს ხედს. ფრინველები კი ფიქრობენ, რომ წინ დაბრკოლება არ ეღობებათ.
image
 Ewa Zyśk-Gorczyńska
 
 
ადგილები, რომლებიც დაფარულია ფართო, უწყვეტი შუშთ, ყველაზე სახიფათოა.
კიდევ ერთი, ნაკლებად ცნობილი პრობლემა არაბუნებრივი სინათლეა. ეს სინათლე განსაკუთრებით საზიანო მიგრაციის პერიოდშია, რადგან ფრინველებისათვის გზის აბნევას და სხვადასხვა ზედაპირებზე შეჯახებას იწვევს.
 
კვლევებმა აჩვენა, რომ გადამფრენი ფრინველები უფრო ხშირად ეჯახებიან შუშას, ვიდრე - მობუდარი, მაშინაც კი, როდესაც არ მიგრირებენ. ამის გამომწვევი მიზეზი ის შეიძლება იყოს, რომ ადგილობრივმა ფრინველებმა იციან სტრუქტურის განლაგება და მას თავს არიდებენ, გადამფრენი ფრინველები კი მოცემულ ტერიტორიას ნაკლებად იცნობენ.
 
image
“Lighthouse effect” – a deadly danger for birds,  photo Ewa Zyśk - Gorczyńska
 

 
image
Ewa Zyśk - Gorczyńska
 
 
რითი შემიძლია დახმარება?
საბედნიეროდ, ფრინველების შეჯახებისაგან დაცვა ძალიან მარტივია. შენ მხოლოდ შუშაზე სტიკერების გაკვრა გჭირდება, რომ ის უფრო ხილული გახადო. იყავი შემოქმედებითი!
 
image
Ewa Zyśk-Gorczyńska
 
 
როგორი სტიკერებია უკეთესი?
გამოიყენე კაშკაშა ფერები, რომლებიც კარგ კონტრასტში იქნება ფანჯარასთან. ჩიტები ყველაზე კარგად წითელსა და ფორთოხლისფერს ხედავენ.
გაითვალისწინე, რომ ფრინველებს ძალიან მცირე ადგილებს შორის შეუძლათ ფრენა და მანევრირება. მაგალითისათვის ხის ტოტები ავიღოთ.  სტიკერები ერთმანეთისაგან მაქსიმუმ 10-15 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული. თუ შუალედი ზრდასრული ადამიანის ხელისგულზე დიდია, ის მათ შორის გაფრენას მაინც ეცდება.
თუ შესაძლებელია, სტიკერები შუშის გარეთა მხარეს განათავსე, რათა არეკვლა უფრო ეფექტურად შეამცირო.
 
image
Palm area rule; copyrights: Szklane pułapki www.szklanepulapki.pl
 
 
მითები და რეალობა
ფრინველები შავ სტიკერებს ხედავენ: არასწორია. როგორც წესი, ფანჯრები გარედან მუქად გამოიყურება, ასე რომ,  შავი სილუეტი საკმარის კონტრასტს არ ქმნის.
მტაცებელი ფრინველის გამოსახულებიანი სტიკერები ფრინველებს შეაშინებს: თითქოს, კარგი იდეაა. სამწუხაროდ, პრაქტიკაში ნაკლებად ეფექტურია.
.
image
One shaped like birds of prey sticker does NOT work; copyrights: Szklane pułapki www.szklanepulapki.pl
 
შუშაზე მისაკრობები ცუდად გამოიყურება: სულაც არა! უამავი დიზაინია, რომელთა მოსინჯვაც შეგიძლია.
პროექტის ფარგლებში კონკურსიც კი ჩატარდა სკოლებს შორის. ბავშვებმა  ავტობუსების გაჩერებები სხვადასხვანაირად  გააფორმეს.
 
image
Windows stickers are not ugly AT ALL! Photo: Petra Holestova
 
სხვა იდეები
დაამატე ფანჯარას ფარდები, ბადე  ან ჟალუზები. ისინი შუქს ატარებენ, ფანჯრებს კი ხილვადს ხდიან. სახლიდან გასვლამდე დარწმუნდით, რომ ისინი დახურულია.
გამორთე შუქი მაშინ, როდესაც არ გჭირდება.
თუ ფრინველი ფანჯარას მაინც დაეჯახა და უმოძრაოდ წევს, შესაძლოა, მხოლოდ შოკში იყოს. თუ ცოცხალია, ერთი საათით ჩასვი ჩაბნელებულ ყუთში, რათა დამშვიდდეს და გაფრენა შეძლოს.
მოდით, გავხადოთ შუშა ფრინველებისათვის უფრო უსაფრთხო!
 
თუ ამ თემაზე მეტის გაგება გსურს, გადახედე კანადურ გვერდს www.flap.org 
 
 
Copyrights: CSO (BirdLife Czech Republic)
 

Other Themes

როგორ დავაკვირდე ფრინველებს

როგორ დავაკვირდე ფრინველებს

ჩვენი ტოპ 10 რჩევა - როგორ გავხდეთ კარგი ფრინველებზე დამკვირვებელი?

Learn more

გავიცნოთ ყველასათვის საყვარელი მეზობლები

ჩვენი უბნის მერცხლები

სოფლს მერცხალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ცნობილი ფრინველია. მოდით, მათზე ვისაუბროთ! :)

Learn more

ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყი ვიპოვე, რა გავაკეთო?

ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყი ვიპოვე, რა გავაკეთო?

როდესაც ბუდიდან გადმოვარდნილ ბარტყს ვხედავთ ვფიქრობთ, რომ ის მარტოა, პატარაა, მოუხერხებელი და უმწეო.

Learn more

ჩვენთვის კარგად ცნობილი ზოგიერთი გადამფრენი ფრინველის სახეობა გასაჭირშია.

საფრთხეები, რომლებიც გადამფრენ ფრინველებს ემუქრებათ

მაგალითად, დღესდღეობით პატარები გაცილებით იშვიათად იგებენ გუგულის შეძახილს, ვიდრე მათი ბებიები და პაპები.

Learn more

ფრინველების დახმარება საკვების სიმცირის დროს

ფრინველების დახმარება საკვების სიმცირის დროს

საკვების სწორ ადგილას და წელიწადის შესაბამის დროს განთავსებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ფრინველებს მაშინ, როდესაც ამ მხრივ ყველაზე მეტად უჭირთ.

Learn more

თუ გსურთ, თქვენს ბაღში და აივანზე ფრინველებმა იცხოვრონ

თუ გსურთ, თქვენს ბაღში და აივანზე ფრინველებმა იცხოვრონ

მოიყვანეთ ნამდვილი გაზაფხული თქვენს სახლებში!

Learn more

კამპანია შენი მშობლიური ადგილებისათვის

კამპანია შენი მშობლიური ადგილებისათვის

გაწუხებს ის ფაქტი, რომ შენს საცხოვრებელთან ახლოს მდებარე ტყეს/გამწვანებას ზიანი ადგება, მაგრამ არ იცი, რა მოიმოქმედო?

Learn more

CITIZEN SCIENCE FOR BIRDS

Put simply, citizen science is scientific research conducted by people who are not professional scientists. Some of the biggest discoveries in the world have been made by people without official scientific qualifications or funding.

Learn more

თეთრი ყარყატის ბუდეების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება

თეთრი ყარყატის ბუდეების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება

როდესაც ყარყატები ბუდისათვის მასალას აგროვებენ, ისინი ხშირად ადამიანის მიერ შექმნილ ნივთებსაც იღებენ, რაც სახიფათოა.

Learn more

ხელოვნური სახლები ფრინველებისათვის

ხელოვნური სახლები ფრინველებისათვის

ბევრი ფრინველი ბუდეს ხვრელებში აშენებს. თანამედროვე სატყეო მენეჯმენტის მეთოდებით და ქალაქებში უსაფრთხოების გათვალისწინებით, ფრინველებისათვის ცოტა ასაკოვანი და ფუღროიანი ხეა.

Learn more

Other Spring Alive websites