მოიყვანეთ ნამდვილი გაზაფხული თქვენს სახლებში!
გადამფრენი ფრინველების დაბრუნება სეზონის ცვლილების მანიშნებელია. სწორედ ამ დროს დგება ნამდვილი გაზაფხული. გამოიყენე ეს დრო სასიამოვნოდ და გაატარე ის ბუნებაში. არ დაგავიწყდეს, რომ საპასუხოდ ბუნებასაც სჭირდება შენი დახმარება.
ამ თავში ისწავლი, თუ როგორ მოაწყო ფრინველებისათვის მიმზიდველი ბაღები, აივნები თუ სკოლის შემოგარენი.
მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი დრო და სივრცე გაქვს. ყოველთვის შეგიძლია, ფრთოსანი მეგობრების დასახმარებლად რაიმე მოიმოქმედო.
წარმოიდგინე, რომ შენი ბაღი თუ აივანი ნამდვილი დაცული ტერიტორიაა. შენ კი მისი მზრუნველი და მეთვალყურე ხარ.
წარმოიდგინე, ყველა რომ ცდილობდეს ფრინველთათვის სასიკეთო გარემოს შექმნას, რამდენად კარგად იცხოვრებდნენ ისინი!
მას შემდეგ, რაც სივრცეს მოაწყობ, გააზიარე შენი გამოცდილება და ფოტოები SpringAlive-ის თუ პარტნიორი ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდზე.
ზოგადი რჩევები
|
შოშია ხელოვნურ სახლში. ფოტო: A. Kogut |
ააშენე/ააწყვე და დაამაგრე ფრინველის სახლი
|
A bird corner at a school yard, photo by K. Fura |
მებაღეობა ფრინველებისათვის
რაც შეიძლება მეტი მრავალფეროვნება! რაც უფრო მეტი სახეობის მცენარე გექნება ბაღში, მით უფრო ბევრი ორგანიზმი გამოიკვებება და იცხოვრებს აქ. ეს კი მეტ ფრინველს მოიზიდავს.
დარწმუნდი, რომ მცენარეთა შერჩეული სახეობები შენი ქვეყნისათვის დამახასიათებელია. ამით თავიდან აიცილებ ინვაზიური სახეობების გავრცელებას და უცხო ორგანიზმების მოზიდვას.
დაისვენე ბალახის მოცელვისაგან! დატოვე მაღალი ბალახი, თუნდაც - მხოლოდ ზოგიერთ ადგილას. გაზაფხულზე მიმოაბნიე ველური ყვავილების თესლი, რომ მეტი მწერი და ფრინველი მოიზიდო.
არ გამოიყენო პესტიციდები. ისინი ყველაფერს ანადგურებენ - უმჯობესია, წაახალისო ფრინველები და მტაცებელი მწერები „მავნებლებზე“ სანადიროდ. პესტიციდები ეკოსისტემაში გროვდება და მრავალი სახეობის მოწამვლის მიზეზი ხდება.
დარგე ხე ან ბუჩქი იმისათვის, რომ მომავალში ფრინველებს დაეხმარო. დარგე ნებისმიერი რამ, რაც შენს სივრცეს უხდება - დაწყებული მცოცავი მცენარით, დამთავრებული - ქოთნით აივანზე: თუ ამ მცენარეს ფრინველისათვის თავშესაფრის, საბუდარი ადგილის შეთავაზება შეუძლია, ან ისხამს კენკრას, ყველაფერი მისაღებია.
შეამოწმე, არის თუ არა ბუდე ადგილზე მანამ, სანამ რაიმეს მოჭრი.
მეტი წყალი = მეტ ველურ სახეობას = მეტ ფრინველს
|
Robin in a bird bath, photo by B. Fraś |
მოაწყვე პატარა გუბურა: ეს ერთ-ერთი საუკეთესო რამაა, რისი გაკეთებაც ბუნებისათვის შეგიძლია.
თუ გუბურის მოწყობა პრაქტიკული არ არის, არ ინერვიულო, ფრინველებს მარტივი აბაზანებიც ძალიან მოსწონთ! აბაზანა ყოველი კვირის ბოლოს კარგად უნდა გაასუფთავო და გახეხო, ყოველ დილით კი ახალი წყლით გაავსო.
აბაზანა მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრის სიღრმის უნდა იყოს, და არ ჰქონდეს დამრეცი ზედაპირი! მოათავსეთ ისეთ ადგილას, სადაც კატები ვერ მისწვდებიან.
საკვები!
|
Feeding with an apple, photo by I. Strzebońska |
ჩვენ, ყველას, ფრინველების ჩათვლით, საკვების საიმედო და სტაბილური წყარო გვესაჭიროება.
ფრინველების გამოკვება მათი დახმარების ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა. გამოკვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლებისათვის ახალგაზრდა ბარტყების გასაზრდელად და ხანგრძლივი, სუსხიანი ზამთრისაგან გადასარჩენად.
/world/springalive/feeding-birds
ეს მხოლოდ დახმარების კი არა, ფრინველების შესწავლის გზაცაა. მათზე ახლოდან დაკვირვება და ქცევის შესწავლა ძალიან საინტერესოა.
არ გამოკვებო ფრინველები პურით. ძველ, გამომცხვარ პროდუქტს ობი უჩნდება, რაც ძალიან აზიანებს ჯანმრთელობას. პურეული სწრაფად ავსებს კუჭსაც, მაგრამ ორგანიზმს საკმარის საკვებ მინერალებს ვერ აწვდის.
გამოიყენე სხვადასხვაგვარი თესლი, დაჭრილი თხილეული, მარცვლები და დაკუწული ხილი. ყველაზე ზესუმზირის გულები, სხვადასხვაგვარი თესლის ნაზავი, ქონისაგან დამზადებული საკვები (Suet pellets), შვრიის ფაფა, ვაშლი.
შეგიძლია ფრინველთა საკვებურები იყიდო კიდეც. იღონდ, ისინი კატისაგან მოშორებით უნდა დაკიდო.
იმ შემთხვევაში, თუ საკვები არ შეიჭმება, ამოასუფთავე საკვებური, რათა თავიდან აიცილო საჭმლის ლპობა და სხვადასხვა დაავადებების გავრცელება.
ეს მხოლოდ დახმარების კი არა, ფრინველების შესწავლის გზაცაა. მათზე ახლოდან დაკვირვება და ქცევის შესწავლა ძალიან საინტერესოა.
არ გამოკვებო ფრინველები პურით. ძველ, გამომცხვარ პროდუქტს ობი უჩნდება, რაც ძალიან აზიანებს ჯანმრთელობას. პურეული სწრაფად ავსებს კუჭსაც, მაგრამ ორგანიზმს საკმარის საკვებ მინერალებს ვერ აწვდის.
გამოიყენე სხვადასხვაგვარი თესლი, დაჭრილი თხილეული, მარცვლები და დაკუწული ხილი. ყველაზე კარგი საკვებია: მზესუმზირის გულები, სხვადასხვაგვარი თესლის ნაზავი, ქონისაგან დამზადებული საკვები (Suet pellets), შვრიის ფაფა, ვაშლი.
შეგიძლია ფრინველთა საკვებურები იყიდო კიდეც. იღონდ, ისინი კატისაგან მოშორებით უნდა დაკიდო.
იმ შემთხვევაში, თუ საკვები არ შეიჭმება, ამოასუფთავე საკვებური, რათა თავიდან აიცილო საჭმლის ლპობა და სხვადასხვა დაავადებების გავრცელება
დაიცავი ფრინველები შინაური ცხოველებისაგან
აკონტროლე შენი შინაური ცხოველები. კატებს ძალიან უყვართ ფრინველებსა და მათ ბარტყებზე ნადირობა. ეს ფაქტი ყოველთვის გაითვალისწინე საკვებურისა თუ სახლის დამონტაჟებისას. ეცადე, კატები არც ბუდეებს მიუახლოვდნენ.
დაასუფთავე გარემო
ფრინველები ხშირად იხლართებიან პოლიეთილენის პარკებში, იხრჩობიან ან იღებენ ტრავმებს საწრუპი ჩხირებითა და სხვა ნარჩენებით. ისინი პლასტმასის პატარა ნაწილებს საკვებისაგან ვერ არჩევენ. პლასტმასი, პოლიეთილენი, ძუა და სხვა მსგავსი ნარჩენი კუჭის გარდა, ბუდეშიც შეიძლება მოხვდეს, რაც ხშირად იწვევს გამოჩეკილი ბარტყების დაზიანებას ან სიკვდილს. ასე რომ, დაასუფთავე შენი გარემო ნარჩენებისაგან!
ფანჯრები!
დააკარი სტიკერები ან ზოლები ფანჯრებზე, ან გააფორმე ისინი სხვადასხვა დეკორაციით, რათა ფრინველბი მას არ შეეჯახონ. გახსოვდეს, რომ ფანჯრების გამჭვირვალობა და არეკვლა ხშირად ხდება ჩიტების სიკვდილის მიზეზი. მათ ხომ ჩვენგან განსხვავებული მხედველობა აქვთ
რჩევები აივნების მფლობელებისათვის:
ბევრი მცენარე იზიდავს მწერებს და ფრინველებს საკვებით უზრუნველყოფს. აივანზე ლავანდის დარგვითაც შეიძლება შედეგის მიღწევა.
შეგიძლია იყიდო/ ააწყო საკვებური, რომელიც აივანზე მაგრდება
უზრუნველყავი ფრინველები წყლის პატარა აბაზანით
მთავარი რჩევები SpringAlive -ის სახეობების დასახმარებლად
ნამგალები გასაჭირში არიან საბუდარი ადგილების განადგურების გამო. არქიტექტურის თანამედროვე სტანდარტები, სახლის შეკეთებები, დანგრევები... ამ ყველაფრის შემდეგ ნამგალებს აღარ რჩებათ ბზარები, რომლებშიც ბუდეებს ააშენებენ. ნამგალები ყოველწლიურად ერთსა და იმავე ბუდეში ბრუნდებიან. ამ შორ მანძილზე მოგზაური ჩიტების დასახმარებლად საუკეთესო გზა ხელოვნური ბუდის დამაგრებაა.
სოფლის მერცხალი
გააკეთე პატარა ხვრელები (50 მმ სიმაღლის და 200 მმ სიგანის) შენს გარაჟში, ბეღელსა თუ სახურავის ქვეშ. დაამაგრე პლატფორმა კუთხეში იმისათვის, რომ მერცხლები სიბნელეში შემოფრინდნენ და დაისვენონ. მათ ძალიან ცოტა შუქი და ძალიან პატარა ხვრელი ესაჭიროებათ იმისათვის, რომ ნებისმიერ შენობაში შეძვრნენ.
კვირიონი
დარგე ბევრი ყვავილი მწერების მოსაზიდად!
გუგული
ცოცხალი ღობეების დარგვით და ჭვინტაკასათვის საბუდარი ადგილის შეთავაზებით გუგულსაც დაეხმარებით. გუგულებს ასევე უყვართ ჭინჭარი, ცხრატყავა, ჯიქა...
თეთრი ყარყატი
თეთრი ყარყატები ყოველ წელს ერთსა და იმავე ბუდეში ბრუნდებიან. თუ გაგიმართლათ და ისინი სახლთან ახლოს გყავთ, გაწმინდეთ ბუდე და მისი მიმდებარე ადგილები პლასტმასისა და სხვა საზიანო ნარჩენებისაგან მათ დაბრუნებამდე.