როგორ დავაკვირდე ფრინველებს

ჩვენი ტოპ 10 რჩევა - როგორ გავხდეთ კარგი ფრინველებზე დამკვირვებელი?

 

ჩვენი ტოპ 10 რჩევა - როგორ გავხდეთ კარგი ფრინველებზე დამკვირვებელი?
ალბათ უკვე გაიგე, თუ რა სახალისოა ფრინველებზე დაკვირვება. შეიძლება უკვე მზად ხარ კიდეც, რომ ახლავე დაიწყო. თუმცა, სანამ გარეთ გახვალ, კარგი იქნება რამოდენიმე რჩევა დაიმახსოვრო. ეს დაგეხმარება კარგი დროც გაატარო, უსაფრთხოდაც იყო და ფრინველებსაც არაფერი დაუშავო.
 
1. ჩაიცვი შესაბამისად
წარმოგიდგენია სკოლაში წასვლა პიჟამოებით, ან ტენისის თამაში ჰალსტუხითა და პიჯაკით? ხომ უცნაურია? ყველა აქტივობას შესაბამისი ტანსაცმელი აქვს, და არც ფრინველებზე დაკვირვებაა გამონაკლისი. ეცადე, მუქი ფერის ან ბუნებასთან შეხამებული ტანსაცმელი გეცვას, ფრინველებმა რომ არ შეგამჩნონ. ყოველთვის ჩაიცვი ამინდის შესაბამისად - უნდა გქონდე სამოსი, რომელიც თბილიც იქნება და წვიმისა და მზისგან დაგიცავს. შესაძლოა, ფრინველებზე დაკვირვება იმაზე მეტხანს მოგინდეს, ვიდრე თავიდან გეგმავდი. 

photo1
© Tomasz Wilk

 

2. ჩაალაგე ჩანთა
არც ერთი ფრინველებზე დამკვირვებელი სახლს აღჭურვილობის გარეშე არ ტოვებს. ესენია: ბინოკლი, კალამი და ფურცელი დაკვირვებების ჩასაწერად, ფრინველების სარკვევი. კარგი იქნება, თუ ფრინველთა სარკვევის ზოგიერთ ფრაზას წინასწარ ისწავლი.  არ დაგავიწყდეს სასმელი და წასახემსებელი! შეგიძლია წაიღო კამერაც, თუმცა განათება უნდა გამორთო.
მეტი ფრინველებზე დასაკვირვებელი აღჭურვილობის შესახებ
 
3. არ შეაწუხო ფრინველები
წარმოიდგინე, რომ გუგული ხარ და 8.000 კმ გადმოიფრინე. როგორც იქნა, იპოვე ტოტი, სადაც დაისვენებ და გემრიელ მწერებს მიირთმევ, მაგრამ ადამიანების ჯგუფი ხმაურით მოდის შენკენ!  სხვა გზა არაა, ფრთები უნდა აიკეცო და სადილიც სხვაგან იპოვო...
შეიძლება, ფრინველებზე დაკვირვება ძალიან გიყვარდეს, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეს რომ მათი უსაფრთხოება უპირველესია. მათი შეშინება ხშირად იწვევს საკვებზე, დასვენებასა და ბუდობაზე უარის თქმას. იარე მშვიდად და მსუბუქად, ისაუბრე ჩუმად, ტელეფონს ხმა გამოურთე და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ახლოს ნუ მიხვალ. სწორედ ამიტომაა საჭირო ბინოკლი. უნდა შეარჩიო კარგი ადგილი და ჩუმად, მოთმინებით დაელოდო. ასე უფრო მეტ საინტერესო ქცევას ნახავ, ვიდრე შეშინებული ფრინველების გაქცევაა.
 

photo2

იყავი ჩუმი და მომთმენი და ფრინველები თავად მოვლენ შენთან. © Cezary Korkosz

 

4. არ მიუახლოვდე ბუდეებს
ნებისმიერი მშობელი გეტყვის, თუ რა ძნელია პატარებზე ზრუნვა. როდესაც საბუდარ ადგილთან ახლოს ხარ, მნიშვნელოვანია მანძილის დაცვა. ბუდესთან სიახლოვემ შესაძლოა მშობლები დააფრთხოს და ბარტყები მიატოვებინოს, ან თუნდაც კვერცხები სხვადასხვა მტაცებლებისაგან დაუცველი დარჩეს. თუ ბუდესთან დიდხანს დარჩები, შესაძლოა მშობლებმა ის საერთოდ მიატოვონ. თუ მას გადააწყდები, უმჯობესია ჩუმად გაეცალო.
5. გამოიყენე სამალავები
სამალავები დაკვირვების ადგილებია, საიდანაც ფრინველებისათვის საყურებლად კარგი ხედი იშლება ისე, რომ თავად ადამიანებს ვერ ხედავენ. სამალავები გვიცავენ მზის, წვიმისა და ქარისაგანაც. ამჟამად ბევრი ასეთი შენობაა. შეგიძლია, ინტერნეტში მოიძიო შენთან ყველაზე ახლოს მყოფი.
photo3photo4
ფრინველებიც მშვიდად არიან და დამკვირვებლებიც  © Jarosław Wrosz

 

6. დაიცავი კანონი
გახსოვდეს, რომ შესაძლოა ადგილი, სადაც ფრინველებზე დასაკვირვებლად დადიხარ, ვინმეს ეკუთვნოდეს. მოეპყარი პატივისცემით - თუ ჭიშკარს ნახავ დატოვე ისე, როგორც იყო, არ გადახვიდე ბილიკებიდან და შემოღობილ ადგილებში.
7. არ დატოვო კვალი
არ დაანაგვიანო გარემო და გადათქერო მცენარეული საფარი. შესაძლოა, სწორედ იმ ფრინველების სახლი დააზიანო, რომლებზე დაკვირვებაც გსურს.
8. ყველგან ეძებე ფრინველები
გგონია, ისინი ქალაქში არ არიან? კარგად დაფიქრდი. თუ დააკვირდები, მათ  ყველგან იპოვი - პარკებში, ეკლესიების ეზოებში და მოედნებზე, არხებში, სახურავებზე... თუ ბაღში ან აივანზე ფრინველს საკვებურს განათავსებ, შესაძლოა ახლოსაც მოვიდნენ.
photo5
ფრინველის საკვებური ფრთოსანი მეგობრების მოზიდვის და მათზე დაკვირვების ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობაა. © Shay Connolly

 

9. ფრინველები არ არიან? ნუ დაღნდები!
შესაძლოა, დროდადრო გამოცდილ ფრინველებზე დამკვირვებელსაც კი არ გაუმართლოს. თუ მათ ვერ იპოვი, გული არ აგიცრუვდეს. ამის მაგივრად გახდი დეტექტივი და მოძებნე მინიშნებები - ნაფეხურები, ბუმბული და საკვების ნარჩენებიც კი. სად შეიძლება ცხოვრობდეს ფრინველი, რომელსაც გადაბმული, აპკიანი თითები აქვს? ან რატომაა ლოკოკინას ნიჟარის ნამტვრევები ქვის გარშემო გაფანტული?
დათვალიერების ნაცვლად ხმასაც შეგიძლია მოუსმინო. გალობს თუ არა რომელიმე ფრინველი? როგორი ხმაა - ნელი, მაღალი თუ დაბალი? გამოიცნობ, რომელი ფრინველი შეიძლება იყოს? ძალიან ბევრი კარგი მობილური აპლიკაცია არსებობს, რომელიც ფრინველის ხმის გამოცნობაში დაგეხმარება.
10. გაავრცელე სიხარული!
როდესაც გარეთ ბინოკლებითა და ფრინველების სარკვევით დაგინახავენ, ბევრი შიძლება დაინტერესდეს. აუხსენი მათ, რა არის ფრინველებზე დაკვირვება. გაუზიარე ყველაზე საინტერესო სახეობები, რომლებიც ნახე. ვინ იცის, იქნებ მათაც შთააგონო ფრინველებზე დაკვირვება. ემეგობრე სხვა დამკვირვებლებსაც - მათ შეუძლიათ ბევრი საინტერესო რამ გასწავლონ.  რაც უფრო მეტ მეგობარს გაიჩენ, მით უფრო სახალისო გახდება ყველაფერი და უფრო მეტი ადამიანი დააფასებს ბუნებას.
photo6
© Seydou Nacro

Other Themes

შუშასთან შეჯახება

შუშასთან შეჯახება

როგორ შევაჩერო ფრინველების შუშასთან შეჯახება?

Learn more

გავიცნოთ ყველასათვის საყვარელი მეზობლები

ჩვენი უბნის მერცხლები

სოფლს მერცხალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ცნობილი ფრინველია. მოდით, მათზე ვისაუბროთ! :)

Learn more

ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყი ვიპოვე, რა გავაკეთო?

ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყი ვიპოვე, რა გავაკეთო?

როდესაც ბუდიდან გადმოვარდნილ ბარტყს ვხედავთ ვფიქრობთ, რომ ის მარტოა, პატარაა, მოუხერხებელი და უმწეო.

Learn more

ჩვენთვის კარგად ცნობილი ზოგიერთი გადამფრენი ფრინველის სახეობა გასაჭირშია.

საფრთხეები, რომლებიც გადამფრენ ფრინველებს ემუქრებათ

მაგალითად, დღესდღეობით პატარები გაცილებით იშვიათად იგებენ გუგულის შეძახილს, ვიდრე მათი ბებიები და პაპები.

Learn more

ფრინველების დახმარება საკვების სიმცირის დროს

ფრინველების დახმარება საკვების სიმცირის დროს

საკვების სწორ ადგილას და წელიწადის შესაბამის დროს განთავსებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ფრინველებს მაშინ, როდესაც ამ მხრივ ყველაზე მეტად უჭირთ.

Learn more

თუ გსურთ, თქვენს ბაღში და აივანზე ფრინველებმა იცხოვრონ

თუ გსურთ, თქვენს ბაღში და აივანზე ფრინველებმა იცხოვრონ

მოიყვანეთ ნამდვილი გაზაფხული თქვენს სახლებში!

Learn more

კამპანია შენი მშობლიური ადგილებისათვის

კამპანია შენი მშობლიური ადგილებისათვის

გაწუხებს ის ფაქტი, რომ შენს საცხოვრებელთან ახლოს მდებარე ტყეს/გამწვანებას ზიანი ადგება, მაგრამ არ იცი, რა მოიმოქმედო?

Learn more

CITIZEN SCIENCE FOR BIRDS

Put simply, citizen science is scientific research conducted by people who are not professional scientists. Some of the biggest discoveries in the world have been made by people without official scientific qualifications or funding.

Learn more

თეთრი ყარყატის ბუდეების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება

თეთრი ყარყატის ბუდეების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება

როდესაც ყარყატები ბუდისათვის მასალას აგროვებენ, ისინი ხშირად ადამიანის მიერ შექმნილ ნივთებსაც იღებენ, რაც სახიფათოა.

Learn more

ხელოვნური სახლები ფრინველებისათვის

ხელოვნური სახლები ფრინველებისათვის

ბევრი ფრინველი ბუდეს ხვრელებში აშენებს. თანამედროვე სატყეო მენეჯმენტის მეთოდებით და ქალაქებში უსაფრთხოების გათვალისწინებით, ფრინველებისათვის ცოტა ასაკოვანი და ფუღროიანი ხეა.

Learn more

Other Spring Alive websites